თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე Trump Tower-ის შენობაში ცეცხლი გაჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ამ წუთებში ადგილზე მეხანძრეთა რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურმა განმარტა, რომ ცეცხლი სავენტილაციო სისტემაში გაჩნდა.
მსხვერპლსა და დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.