საქართველოს რაგბის ნაკრები სეზონს ქუთაისში დაიწყებს

საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასის საიუბილეო გამარჯვებისთვის ბრძოლას ქუთაისში ბელგიის წინააღმდეგ თამაშით დაიწყებს
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს, რომელიც ევროპის ერთა თასის ფარგლებში გაიმართება, ქუთაისში 10 თებერვალს ბელგიის გუნდის წინააღმდეგ გამართავს, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მესამე შეხვედრა იქნება, რომელიც ქუთაისში გაიმართება. ბოლოჯერ ქართველმა მორაგბეებმა „აია არენაზე“ ოფიციალური მატჩი 12 წლის წინ გამართეს და ჩეხეთი ანგარიშით 75:10 გაანადგურეს. პირველი თამაში კი ქუთაისში 1989 წელს შედგა. მაშინ მასპინძელმა ზიმბაბვეს ნაკრებს ანგარიშით 16:3 მოუგო.

ევროპის ერთა თასის ამჟამინდელ ციკლში საქართველოს ნაკრები ხუთ მატჩს გამართავს — სამს სახლში და ორს გასვლაზე.

„ოსკარის“ ექო: საქართველოს რაგბის ნაკრებს შეცდომით გადასცეს თასი

ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

10 თებერვალი საქართველო — ბელგია (ქუთაისი, „აია არენა“)

17 თებერვალი გერმანია — საქართველო (გასვლა)

3 მარტი საქართველო — ესპანეთი (თბილისი, მიხეილ მესხის სტადიონი)

10 მარტი რუსეთი — საქართველო (გასვლა)

18 მარტი საქართველო — რუმინეთი (თბილისი, „დინამო არენა“)

საქართველოს ნაკრებმა 2011 წლიდან 2016 წლამდე ევროპის ერთა თასი რაგბში ზედიზედ ცხრაჯერ მოიგო. გასულ სეზონზე ქართველმა ბორჯღალოსნებმა გამარჯვება რუმინეთს დაუთმეს, როდესაც გადამწყვეტ მატჩში ბუქარესტში 7:8 წააგეს.