რუსთავში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი იპოვეს

ახალშობილს ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა და, ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik.რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი ბიჭი იპოვეს. შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.

ჩვილი ამ დროისთვის კლინიკა „რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ახალშობილს ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 127-ე მუხლით ("სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება"), რაც ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.