კიკვიძე: მთავრობას ინფლაციის 3%-ზე შესანარჩუნებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განმარტოს, რატომ გასცდა 2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელი დაანონსებულ 4%-ს, განუცხადა საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ "Sputnik–საქართველოს".
Sputnik

„2018 წელს მთავრობასაც და ეროვნულ ბანკსაც სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს, რათა ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზთან ახლოს მაინც იყოს", – განაცხადა დავით კიკვიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,7 პროცენტი შეადგინა.