ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ „ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები დაასახელა

მსახიობები, როგორც დაანონსებული იყო, წითელ ხალიჩაზე შავი ტანსაცმლით გამოვიდნენ – მათ სექსიზმი, ბულინგი და სექსუალური შევიწროება გააპროტესტეს.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. კვირას ლოს-ანჯელესის სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში" „ოქროს გლობუსის" რიგით 75-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ოქროს გლობუსი" ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 1944 წლიდან გასცემს როგორც ამერიკული, ასევე უცხოური კინო- და ტელეფილმებისთვის.

საზეიმო ცერემონიაზე 1500-მდე ადამიანი იყო მიწვეული. მათ ამერიკული გასართობი შოუს Late Night-ის წამყვანმა სეთ მეიერსმა უმასპინძლა.

Мартин МакДонах, Сэм Рокуэлл и Френсис МакДорманд на 75-й церемонии награждения премией "Золотой глобус"

მსახიობები, როგორც დაანონსებული იყო, წითელ ხალიჩაზე შავი ტანსაცმლით გამოვიდნენ – მათ სექსიზმი, ბულინგი და სექსუალური შევიწროება გააპროტესტეს. ტრადიციული წითელი ხალიჩის შემდეგ შოუ სეთ მეიერსმა გახსნა და ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მთავარი ჯილდოს – „ოქროს გლობუსის" გამარჯვებულებიც გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც „ოსკარების რეპეტიციასაც" უწოდებენ, თბილისის დროით 8 იანვრის დილის 5 საათზე დაიწყო.

ვარსკვლავების ჩაცმულობა "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე

საუკეთესო მხატვრულ ფილმად „სამი ბილბორდი ებინგის გარეთ, მისური" დასახელდა, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფრანსის მაკდორმანდი, ხოლო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გარი ოლდმანი დაჯილდოვდნენ.

„ოქროს გლობუსით" საუკეთესო სერიალის ნომინაციაში „მხევლის წიგნი" დაჯილდოვდა. ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის სერიალები „უცნაური ამბები", „სამეფო კარის თამაშები", „გვირგვინი" და „ეს ჩვენ ვართ" იბრძოდნენ.

მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინაციაში ჯეიმს ფრანკო დაჯილდოვდა, ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის — სირშა რონანი.

„ოქროს გლობუსი" საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მიიღო გილერმო დელ ტორომ ფილმისთვის „წყლის ფორმა".

საუკეთესო მულტფილმის კატეგორიაში „კოკომ" გაიმარჯვა, საუკეთესი კომპოზიტორი კი ალექსანდრე დეპლა გახდა.

რაც შეეხება საუკეთესო უცხოენოვან ფილმს, „ოქროს გლობუსი" გადაეცა ფილმს „სიბნელეში".

75-я церемония вручения премии "Золотой Глобус"

„ოქროს გლობუსის" დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს 20th Century Fox-ის სტუდიაში გაიმართა. ცერემონიის გამართვის ადგილი შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა.

1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებიან კინოინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.