სანთლები გისოსებს მიღმა და შობა საკნებში

პენიტენციურ დაწესებულებების მოქმედ ტაძრებში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik.  მსჯავრდებულებმა საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში შობა აღნიშნეს და საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს, ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყარო დღეს უდიდეს რელიგიურ დღესასწაულს, ქრისტეშობას აღიშნავს.  პენიტენციურ დაწესებულებების მოქმედ ტაძრებში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. 

საშობაო წირვა აღევლინა N15 და N14 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, ასევე, ქალთა სპეციალური დაწესებულების სამლოცველოსა და სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში. 

სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულები წელსაც შეუერთდნენ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას და შობის ღამეს საკნების ფანჯრებში სანთლები დაანთეს.