თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ფოთში ტრადიციული ალილოს მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიიდან დაიწყო, რომელიც საკათედრო ტაძართან დასრულდა.
ალილოს მონაწილე სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ცენტრალური ქუჩები მოიარეს და საშობაო საჩუქრები შეაგროვეს. მოგვიანებით მონაწილეებს მერიის შენობასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეურთდნენ და ტკბილეული გადასცეს.
შეწირული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.