საქართველოში "ბებია და ბაბუა - 2018" აირჩიეს

Sputnik

საქართველოში წლის ბებიისა და ბაბუის ტიტულის ტრადიციული საშობაო კონკურსი გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება და როგორ დააჯილდოვეს კონკურსის გამარჯვებულები

საუკეთესო ბებიისა და ბაბუის კონკურსში ოცზე მეტი 70-დან 88 წლამდე ასაკის კონკურსანტი მონაწილეობდა თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. საზეიმო ღონისძიების ორგანიზატორია სათნოების სახლი "კათარზისი.

"ბებია და ბაბუა — 2018" სპეციალურმა ჟიურიმ ლენტეხის რაიონის სოფელი თეკალის 88 წლის მკვიდრი ჯუმბერ მუკბანიანი და სამტრედიის რაიონის მცხოვრები 82 წლის მზია ჩიხლაძე დაასახელა. გამარჯვებულებს ძვირფასი საჩუქრები გადაეცათ, ყველა სხვა მონაწილემ კი საახალწლო საჩუქრები მიიღო.