ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა

პარასკევს ავსტრიის კლინიკამ მაჩალიკაშვილის მისაღებად მზად იყო
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ავსტრიის კლინიკამ უარი განაცხადა მიიღოს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თამირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ტერორისტ ახმედ ჩატაევთან კავშირშია ეჭვმიტანილი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) თანამშრომლებმა  გასულ კვირაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალმადოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. რაც შეეხება მეხუთე ეჭვმიტანილის – თამირლან მაჩალიკაშვილს, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

ავსტრიული კლინიკა მზად არის მიიღოს თამირლან მაჩალიკაშვილი

ადვოკატის თქმით, მიმდინარეობს კლინიკების მოძიება. მაჩალიკაშვილის ჯანმრთელბის მდგომარეობა მძიმე რჩება, თუმცა კონსილიუმის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ პაციენტის სხვა ქვეყნის კლინიკაში გადაყვანა შესაძლებელია. მანამდე ერთ-ერთმა გერმანულმა კლინიკამ პაციენტის მდგომარეობის მაჩვენებლების შესწავლის შემდეგ მის მიღებაზე უარი განაცხადა. მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე მოლაპარაკებები თურქულ და რამდენიმე ევროპულ კლინიკასთან მიმდინარეობდა. 

ტელეკომპანიის ცნობით, მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. ამ მოთხოვნით უფლებადამცველი პროკურატურას ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მიმართავს.

მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, საქმეში რამდენიმე ახალი გარემოება გამოიკვეთა, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

სუს-მა ჩატაევის თბილისში მოკლული თანამზრახველების ვინაობა დაადგინა

სუს–ის ინფორმაციით, გორნაკაშვილმა, ალდამოვმა, მარგოშვილმა, ჩოფანაშვილმა და მაჩალიკაშვილმა ჩატაევს და მის დაჯგუფებას დაეხმარნენ თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა. მათი დაკავების მიზნით 21–22 ნოემბერს თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.

სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა, დასრულდა ორი პირის  – იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ბორზიევი დააკავეს. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. სუს–ის მტკიცებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება", რაც ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს–ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, სხეულის დაზიანებები მიიღეს სუს–ის ორი თანამშრომელი და შსს–ს ორი თანამშრომელი.