ტურისტები ქარბუქის დროს საბაგიროს სავარძელში ჩარჩნენ

საბედნიეროდ, ვიდეოს მონაწილეები არ დაშავებულან და მათ საბაგიროს სავარძელს თავი დააღწიეს.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ავსტრიაში სამთო-სათხილამურო კურორტზე თოვლიანი შტორმ „ელეონორის“ დროს ტურისტები ჩარჩნენ საბაგიროს სავარძელში, რომელსაც ქარი იქით-აქეთ არხევდა, იუწყება Риа Новости.

მონტაფონის ხეობაში ერთ-ერთმა ტურისტმა მომხდარი ვიდეოზე აღბეჭდა. ვიდეორგოლი Facebook-ზე 3 იანვარს აიტვირთა, ამ დროისათვის ის მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

როგორც ცნობილია, ვიდეოს მონაწილეები არ დაშავებულან და მათ საბაგიროს სავარძელს თავი დააღწიეს.