საახალწლოდ მომხდარი უბედური შემთხვევა - დაღუპულია სამი ადამიანი

ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით,  „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მსხდომი სამი მამაკაცი გარდაიცვალა.

ტურისტი ფეხის მოტეხილობებით „სასწრაფოს“ მანქანით ავარიაში მოხვდა

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო სასწრაფო დახმარების და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ითვალისწინებს ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.