კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თოდუას კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა

საქართველოს პატრიარქი ბრონქიტის მკურნალობას გადის
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე პარასკევს აკადემიკოს თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თქმით, ანალიზების პასუხები დამაკმაყოფილებელია, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და უკვე საპატრიარქოში დაბრუნდა.

„გამოკვლევებზე ვიყავით, გეგმიური გამოკვლევები ცოტა წინ გადმოვწიეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, კარგი მონაცემებია. თვითონაც თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევისთვის მისულები ვიყავით და წამოვედით, უკვე სახლში ბრძანდება. თვითონ გაცილებით კარგად გრძნობს თავს. მსუბუქი მკურნალობა გრძელდება ბრონქიტის გამო და დანარჩენი ყველაფერი დამაკმაყოფილებელია. ძალიან დადებითი დინამიკაა, მკვეთრად გამოხატული“, — განაცხადა შარტავამ.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს 4 იანვარს 85 წელი შეუსრულდა.