ეთუნა ცეცხლაძე: შრომა სათაკილო არ არის

ეთუნა ცეცხლაძე ჰყვება როგორ შესთავაზეს მას ტურისტული ფირმის გიდი და თარჯიმანი გამხდარიყო და ამ საქმემ როგორ დააინტერესა. ამის შემდეგ გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეგრძელებინა ის.
Sputnik

„ზაფხულობით ავსტრიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან სტუმრებს ვიღებ და ისინი ექსკურსიებზე დამყავს“-განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ეთუნა ცეცხლაძემ.

ეთუნა ცეცხლაძე — ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, მუშაობს გიდად და ემსახურება უცხოელ ტურისტებს, რომელსაც საქართველოს აცნობს და უფრო მეტიც, აყვარებს კიდეც….