ტანკერი "კადეტი": პირველი სასწავლო ხომალდი მომავალი ქართველი მეზღვაურებისთვის

Sputnik

საქართველოს ხელისუფლებამ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო ხომალდი "კადეტი" გადასცა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა საზეიმო ღონისძიებამ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ საჩუქრად პირველი სასწავლო-საწვრთნელი ხომალდი "კადეტი" მიიღო, რომლის ფასიც დაახლოებით 1,7 მილიონი ლარია, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ხომალდის გადაცემის ინიციატორი არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ტანკერი "კადეტი" აღჭურვილია ნავიგაციისა და კავშირის ყველა საჭირო სისტემით და ტექნიკური საშუალებებით. ხომალდი 1977 წელს აიგო და ნავთობის გადასაზიდად გამოიყენებოდა. სემესტრის განმავლობაში ხომალდზე პრაქტიკის გავლას დაახლოებით 40 სტუდენტი შეძლებს.