ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპატრამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 90-106 კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე  მოხსნილია შეზღუდვები.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.