აბაშაში მეექვსე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

დაკარგული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. აბაშის მუნიციალიტეტის სოფელ კეთილარში 28 წლის მამაკაცი 31დეკემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ უშედეგოდ ეძებენ. 

როგორც დაკარგულის, ირაკლი კეკელიას ძმა „Sputnik–საქართველოსთან“ აცხადებს, სამართალდამცველები ძებნას აჭიანურებენ და ოჯახი დახმარებას ითხოვს. 

„ჩემი ძმა სახლიდან 31დეკემბერს, დილის საათებში გავიდა, მას შემდეგ მასზე არაფერი ვიცით. ვითხოვთ დახმარებას –  ან ცოცხალი გვაპოვნინონ, ან მკვდარი", – აცხადებს ირაკლი კეკელიას ძმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კეკელიას ინტენსიური ოპერატიული ძებნა. მათივე ინფორმაციით, მომომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 143–ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.