შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი და 0,51664 გრამი ჰეროინი ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი და 0,51664 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

გამძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.