საქართველო 2018 წლის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს შორის დასახელდა

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა საუბრობს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სააგენტო Bloomberg-მა საქართველო 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის დაასახელა.

სად  წავიდეთ 2018 წელს?— სვამს კითხვას Bloomberg–ი და მკითხველს სთავაზობს 22 მიმართულებას, რომელიც ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება ამ წელში 

საქართველო რეიტინგში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. პირველ ადგილზე ბრაზილიაა (სალვადორი). 

მსოფლიოს ტურისტული სიმბოლოები: საუკეთესო ფოტოები

„გასაოცარი არ არის, რომ  სიცოცხლით სავსე სულისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო, თბილისს ხშირად ადარებენ ბერლინს“,- წერს Bloomberg–ი.

გამოცემა მოგზაურებს ურჩევს საქართველო გაზაფხულზე (აპრილიდან ივნისის ჩათვლით) მოინახულონ, როდესაც დიდებული ამინდებია,  ან შემოდგომაზე (სექტემბერი-ოქტომბერი) ეწვივნონ, როდესაც კახეთში რთველის სეზონია და ჰაერში მაჭრის სუნი დგას.

საქართველოსთან ერთად 2018 წლის მოგზაურობისთვის საუკეთესო ადგილებს შორის მოხვდნენ სალვადორი (ბრაზილია), ბორნეო, პატაგონია (ჩილე), იორდანია, დანდი (შოტლანდია), კამბოჯა, აბუ-დაბი(არაბთა გაერთიანებული საამიროები), ნამიბია, სინგაპური, სლოვენია, აშშ-ის სამი ქალაქი — ლოს-ანჯელესი, ვაშინგტონი და ახალი ორლეანი, ფლორენცია (იტალია), ფიჯი, სამხრეთ კორეა, მექსიკა, კოპენჰაგენი(დანია).

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარი – ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +18.4%-ია.

 აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (1,556,498), სომხეთიდან (1,530,864),  რუსეთიდან (1,309,893), თურქეთიდან (1,135,830) და ირანიდან (307,588) განხორციელდა.