ზემო ლარსი დღეს: სამხედრო გზაზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია

დიდთოვლობის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა სამი დღის განმავლობაში იყო აკრძალული
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის  მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რაც შეეხება შეზღუდვებს, თოვლის გამო, გზის აღიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ნათქვამია განცხადებაში.

ზემო ლარსი დღეს: ასეულობით ტრეილერი ერთი კვირაა, რუსეთიდან საქართველოში ვერ შემოდის

ასევე, 134-135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დიდთოვლობის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა სამი დღის განმავლობაში იყო აკრძალული.

„ყაზბეგი — ზემო ლარსი" საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.