ტურისტი ფეხის მოტეხილობებით „სასწრაფოს“ მანქანით ავარიაში მოხვდა

გერმანელი ტურისტი საქართველოში ორჯერ დაშავდა - სამთო-სათხილამურო კურორტზე და თბილისისკენ მიმავალ გზაზე
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. გერმანელი ტურისტი, რომელმაც ბახმაროში თხილამურებით სრიალისას ორივე ფეხი მოიტეხა, ავარიაში მაშინ მოხვდა, როდესაც „სასწრაფო დახმარების“ მანქანაში იმყოფებოდა, იუწყება ტელეატხი Imedi.

რეფერალური სამსახურის მანქანა, რომლითაც დაშავებული ტურისტი თბილისში გადაჰყავდათ, ხაშურთან ახლოს ამოტრიალდა.

საბედნიეროდ, ტურისტსა და ექიმებს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.