ბათუმში მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

ჯერჯერობით უცნობია, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ სუიციდი
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ბათუმში დღეს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტრაგედია ლერმონტოვის ქუჩაზე დღეს დილით ადრე, დაახლოებით შვიდ საათზე მოხდა. სასწრაფო სამსახურის ცნობით, მამაკაცი 1973 წელს იყო დაბადებული.

ბათუმში მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

„ჩვენს ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. სიმაღლიდან გადმოვარდა, როგორც მეზობლები ამბობდნენ, მეცხრე სართულიდან. მიზეზები ჩვენთვის უცნობია, ამდენად, ვერ გეტყვით ეს იყო უბედური შემთხვევა, სუიციდი თუ სხვა რამ", — განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ბათუმის სასწრაფო დახმმარების სადგურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.