„ის ქალბატონები რომლებიც ჩემით დაინტერესდნენ იყვნენ: ეკა მჟავანაძე და ხათუნა აგლაძე, რომლებმაც ფაქტობრივად წყვდიად ღამეში, 1000 კაცში ამარჩიეს“- განუცხადა ანრი ჯოხარიძემ „sputnik-საქართველოს“.
ანრი ჯოხარიძე-16 წლის, თბილისის 51-ე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, დაინტერესებულია მათემატიკითა და კომპიუტერით, გადაღებულია: ფილმებში, სერიალებსა და რეკლამებში, მღერის, ცეკვავს, გატაცებულია ექსტრემალური სპორტით, რომელსაც ბიემიქსი ჰქვია და სპორტის ამ სახეობაში 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.