„ყველაზე წვდომადი პრეზიდენტი“ - პრესსამსახური ქვეყნის ლიდერს აფასებს

ქვეყნის ლიდერის განცხადებით, სოციალური ქსელების გარეშე არჩევნებში წარმატების მიღწევა ალბათ გაუჭირდებოდა.
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა სარა სანდერსმა დონალდ ტრამპს „ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წვდომადი პრეზიდენტი“ უწოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ამერიკულ ფასეულობათა დაცვის სადარაჯოზე: ტრამპმა გამოთქმა Merry Christmas- შეინარჩუნა

სანდერსის შეფასება თეთრი სახლის ვებგვერდზეა განთავსებული.

„პრეზიდენტი ელაპარაკება ხალხს. ის ერთ-ერთი ყველაზე წვდომადი პრეზიდენტია მათ შორის,  ვინც კი ოდესმე გვყოლია. ის გაცნობთ სიახლეებს და პასუხებს სცემს კითხვებს სხვადასხვა ხერხებით“, — ნათქვამია პრესმდივნის განცხადებაში.

დონალდ ტრამპი აქტიურად სარგებლობს Twitter-ით, რომლის მეშვეობითაც ხშირად გამოთქვამს მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე. ქვეყნის ლიდერის განცხადებით, სოციალური ქსელების გარეშე არჩევნებში წარმატების მიღწევა ალბათ გაუჭირდებოდა, ვინაიდან სწორედ „ტვიტერი“ ეხმარება მას, უშუალოდ გააცნოს საკუთარი თვალსაზრისი საზოგადოებას და სწრაფაგ ირეაგიროს მედიაში მისი სიტყვების ინტერპრეტაციაზე.