ნანა ჯიქია: „ჩვენს საზოგადოებაში ძალიან საინტერესო ადამიანები გაერთიანდნენ“

ნანა ჯიქია საუბრობს „ტოლერანტობის ხელშემწყობ საზოგადოებაზე“, რომელიც დავით აღმაშენებლის აკადემიაში დაარსდა და რომლის ხელმძღვანელიც მასთან ერთად რეჟისორი თენგიზ მალანიაა. განმარტავს ამ საზოგადოების არსსა და მნიშვნელობას.
Sputnik

„ჩვენს მორიგ შეხვედრაზე თემატური კომისიების შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ნანა ჯიქიამ.

ნანა ჯიქია — დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი, პროფესორი, ტოლერანტობის „ტოლერანტობის ხელშემწყობი საზოგადოების“ დამაარსებელი. ამ საზოგადოების წევრები არიან: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი- გურამ ოდიშარია, აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი-ზურაბ ხონელიძე, აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის დირექტორი-ლეილა ალიევა, სახალხო დიპლომატიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გია სულაქველიძე, სომხურენოვანი გაზეთ “ვრასტანის“ რედაქტორი-ვან ბაიბურთი, სომხური დიასპორის წარმომადგენელი- ვიქტორია მაფსოევა, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის ჟურნალისტი — ვასილ კაპანაძე.