•ცოლს ქმარი ნებისმიერ ვითარებაში უნდა უყვარდეს
რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, რომ ქმარი მაშინაც უნდა უყვარდეს, როცა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მაგრამ უნდა განიცდიდეს მაშინაც, როცა ძლიერი ჩხუბის შემდეგ, მაგალითად, ის გარეთ ყინვაში უქუდოდ გავიდა.
•ცოლი უნდა ვითარდებოდეს ინტელექტუალურად
არა იმისთვის, რომ მაგისტრის ან მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიიღოს. არამედ იმიტომ, რომ როგორც პიროვნება, ერთ ადგილზე არ გაიყინოს. რომ ერთმანეთს არა მხოლოდ ოჯახის საქმეებზე, არამედ საინტერესო თემებზე ესაუბრონ, იკამათონ, იმსჯელონ.
•ცოლმა ქმარი უნდა მიიღოს ისეთი, როგორც არის
მიიღოს ყველაფერი – კარგიცა და ცუდიც. და არ არის საჭირო ისეთი სახის მიღება, ვითომ ადრე ამ ნაკლს ვერ ამჩნევდა. თუ ელოდება, რომ ქმარი შეიცვლება, მაშინ თავად უნდა შეიცვალოს.
•უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა
იუმორი ყველაზე რთული ვითარებების ერთად გადალახვაში ეხმარება.
•უნდა იცოდეს საჭმლის მომზადება
დიახ, ეს ცოტა სექსიზმს წააგავს, მაგრამ მაინც. სუპერ–მზარეულობას არავინ მოითხოვს, მაგრამ ცოლს, მინიმუმ, სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს, თავის მამაკაცს თავისი გაკეთებული კერძით სიამოვნება მიანიჭოს.
•ცოლმა ქმარს მოტივაცია უნდა მისცეს
მოტივაცია იმისა, რომ იყოს უკეთესი, ისწრაფვოდეს დიდი მიზნისკენ. მხარი დაუჭიროს მას.
•გრძნობების გამომჟღავნებაში ძუნწი არ უნდა იყოს
მამაკაცს უყვარს, როცა ქალს არ ეშინია, ყველას აჩვენოს, რომ ის ამაყობს თავისი მამაკაცით და იმით, რომ ის მას ეკუთვნის.
•ცოლს თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს
თავისი კარიერა, მეგობრების წრე, ოცნებები, გატაცებები.
•ცოლმა ქმართან ურთიერთობები სახალხოდ არ უნდა გამოარკვიოს
ქალს აქვს უფლება, არ დაეთანხმოს ქმარს, ეკამათოს მას სხვების თანდასწრებით; მაგრამ ურთიერთობების გამორკვევა, რამის თხოვნა, მისი დამცირება ან შეურაცხყოფა – ეს უღირსი საქციელია.
•ცოლმა ქმარს წარსული შეცდომები არ უნდა შეახსენოს
როცა შეცდომას პატიობ, ის მეხსიერებიდან უნდა ამოშალო. სულმდაბლობაა ძველი შეცდომების გახსენება ყოველი კამათისა და ჩხუბის დროს.
•ცოლი ყურადღებიანი უნდა იყოს
მამაკაცებს სხვადასხვა წვრილმანი ხიბლავს – ყურადღებისა და მზრუნველობის ნებისმიერი ნიშანი.