ბედობის დღე მთვარის კალენდრის მიხედვით

მთვარე გამუდმებით ახდენს დედამიწის მცხოვრებლებზე ენერგეტიკულ ზეგავლენას. ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუ უფრო მეტი გვეცოდინება მთვარის კალენდრის შესახებ, რომელიც ენერგეტიკული შეტევებისგან თავის დაცვაში დაგვეხმარება.
Sputnik

ვნახოთ, როგორია 2 იანვარი მთვარის კალენდრის მიხედვით.

მაგნიტური ქარიშხალი: დღეს მაგნიტოსფერო სრული სიმშვიდით გაგვახარებს. წლის დასაწყისი წარმატებული იქნება არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ სასიყვარულო საქმეებშიც და ჯანმრთელობის კუთხითაც.  

რა მიზნები უნდა დაისახოს და განახორციელოს 2018 წელს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

დღეს წარმატებას მოგიტანთ:

•    დასვენება ოჯახურ გარემოში

•    მოგზაურობა 

•    თვითგანვითარება

•    ახალი იდეები

•    დაბანდება საბანკო სფეროში

რისი გაკეთება არ ღირს დღეს:

•    კამათი ხელმძღვანელობასთან

•    სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობა

•    საკუთარი თავის შეცოდება

•    დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება

ოჯახური საქმეები

დღეს სჯობს მოდუნდეთ და ოჯახური სიმყუდროვით დატკბეთ. დიდი-დიდი, რაიმე ახალი კერძი მოამზადოთ, ან სტუმრად წახვიდეთ ისეთ ადამიანთან, ვინც უკვე დიდი ხანია გეპატიჟებათ.  

ქალბატონებო, რომელ თვეშიც დაიბადეთ, ისეთი დედოფალიც ბრძანდებით

გარდერობი

დღევანდელ დღეს ყველაზე მეტად კლასიკური სტილი და „მყვირალა“ აქსესუარები მოუხდება. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ და წარმატებასაც მოგიტანთ.

საქმეები, ფული და კარიერა

დღეს თქვენი წარმატების საწინდარი — ეს საკუთარ პროფესიონალიზმში დაჯერებულობა და მიზნისკენ გამუდმებული სწრაფვაა.  ამ ეტაპზე შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი, არ ღირს ვითარების უტრირება და ტრაგედიის შექმნა.

უბრალოდ, გააანალიზეთ სიტუაცია, გამოიტანეთ დასკვნა და კორექტივი შეიტანეთ ყველაფერში, რაშიც ამას აუცილებლად მიიჩნევთ. ამით ხელმძღვანელობის გულსაც მოიგებთ და ვინ იცის, იქნებ ჯამაგირის გაზრდამაც არ დააყოვნოს. 

არ დაგავიწყდეთ ეტიკეტის დაცვა და კოლეგებისადმი პატივისცემის გამოვლენა. ნუ გაღიზიანდებით, თუ ვინმე, ასე ვთქვათ, კონტაქტზე არ გამოვა. გახსოვდეთ ბუმერანგის პრინციპის შესახებ, გამოავლინეთ მხოლოდ პოზიტივი და სიყვარული და ეს ყველაფერი გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ უკან. 

სიყვარული

დღეს თამამად შეგიძლიათ ერთად დაგეგმოთ მომავალი და გადაჭრათ ფინანსური საკითხები. თუ პარტნიორის მიმართ პრეტენზიები დაგიგროვდათ, სჯობს გულითადად დაელაპარაკოთ მას. ნუ „გაუჩუმდებით“ პრობლემებს:  ყველა საკითხი ერთბაშად გადაჭერით. ასეთ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

საღამო

საღამო შეგიძლიათ გაატაროთ მეგობრების წრეში. მცირე მხიარულება ვითარებას განმუხტავს და ახალი იდეებითა და შთაგონებით აღგავსებთ.

მიეცით თავს მოდუნების უფლება, მიიღეთ სიამოვნება მომხდარისგან. ნუ ეცდებით ყველაფრის გაკონტროლებას. უბრალოდ, მიჰყევით დინებას და ის აუცილებლად სწორი მიმართულებით წაგიყვანთ.

ჯანმრთელობა

ყურადღება გაამახვილეთ იმუნიტეტზე. ამ პერიოდში ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკი ძალზე მაღალია. კარგი იქნება, თუ იოგით დაკავდებით და სწორადაც იკვებებით.