საახალწლო საჩუქარი: საქართველოში 2018 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

ახალ 2018 წელს ახალი სიცოცხლე - ახალი წლის ღამეს საქართველოში ხუთი ბავშვი დაიბადა
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის პირველი ახალშობილი ახალი წლის დადგომიდან 12 წუთში დაიბადა, ნათქვამია ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პატარა ბიჭუნა თბილისის სამშობიარო სახლ „ჰერა-2011“-ში გაჩნდა. ის მღებრიშვილების ოჯახის პირველი შვილია. ჩვილს გაბრიელი დაარქვეს. ბავშვის სიმაღლე 50 სანტიმეტრია, წონა — 3,650 კგ.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი წლის ღამეს კიდევ ოთხი ბავშვი დაიბადა.