„როცა ახალ სახლში გადავედი, მინდოდა განსხვავებული ნაძვის ხე მქონოდა და ორიგინალური სათამაშოებით მომერთო. გადავწყვიტე ჩემი ხელით შემექმნა სათამაშოები. იმდენად მოეწონათ ჩემს მეგობრებს მითხრეს ბევრი გამეკეთებინა და მათი რეალიზება მომეხდინა“, ამბობს ტეტელაშვილი.
ტეტელაშვილის თქმით, არ სურს მხოლოდ საახალწლო სათამაშოებით შემოიფარგლებოდეს მისი ხელოვნება და სამომავლოდ აპირებს სხვადასხვა თემატიკაზე შექმნას სადღესასწაულო დეკორაციები.