ნინო ჩხეიძე: ყოველთვის გულისფანცქალით ველოდები ამ დღეს

მომღერალი ნინო ჩხეიძე საუბრობს, როგორი განწყობა აქვს და როგორ მოემზადა ახალი წლისთვის.
Sputnik

„საახალწლო სამზადისი თითქმის ერთი თვის წინ დავიწყე. ძალიან პოზიტიური ვიდეო რგოლიც გადავიღე. ზოგადად ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და ყოველთვის გულისფანცქალით ველოდები ამ დღეს“, ამბობს ჩხეიძე.

მომღერალმა ქართველ ხალხს საახალწლოდ ხვავი, ბარაქა და ოცნებების ასრულება უსურვა.