„ყინულის სამეფო“: უჩვეულო სანახაობა ნიაგარის ჩანჩქერზე - ულამაზესი ვიდეოკადრები

Sputnik

ჩრდილოეთ ამერიკაში ჰაერის ანომალურად დაბალი ტემპერატურის გამო ნიაგარის ჩანჩქერზე ყინულოვანი ილუზია წარმოიქმნა.

მართალია, თავად წყლის ნაკადი არ გაყინულა, მაგრამ ჰაერში გაფანტული წყლის შხეფები ყინულის მარცვლებად იქცევა და ძირს დაშვებული იშვიათად ორნამენტებად ეფინება ჩანჩქერს.

უჩვეულო სანახაობას უამრავი ტურისტი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან.