საქართველოს პრეზიდენტი ნიადაგს ამზადებს

© FB/Георгий Маргвелашвилиპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება კარდინალურად განსხვავდება 2012 წლის საარჩევნო სიტუაციისგან. საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამოცნობა რთულია. სწორედ ამ პირობებში პრეზიდენტი თავისი მნიშვნელობის გაზრდისა და პოზიციების გაძლიერებისკენ ისწრაფვის.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები დარჩა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამყვან ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობების მოგვარება აქტიურად დაიწყო.

საიდუმლო არაა, რომ მარგველაშვილი დიდი ხანია, საკუთარ თამაშს თამაშობს. ის ფრთხილია და შეძლებისდაგვარად, დაბალანსებული, მაგრამ ამავე დროს – პრინციპული, როდესაც საქმე კანონს ეხება. პრეზიდენტმა შეძლო, საკუთარ თავზე აეღო კონსტიტუციისა და დემოკრატიის გარანტის როლის აღება და პოლიტიკური პარტიებიდან და გაერთიანებებიდან დისტანცირება, მათ შორის იმისგანაც, ვინც ის ხელისუფლებაში მოიყვანა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი: ქართველებს პოლიტიკოსები არ უყვართ

პრეზიდენტი და ოპოზიცია

მარგველაშვილმა ამ ბოლო დროს შეხვედრებს მოუხშირა ოპოზიციასთან, რომლის ინტერესების დასაცავად არაერთხელ დამდგარა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კონსტიტუციით პრეზიდენტის როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი აღარაა, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, მარგველაშვილის რეიტინგი საკმაოდ შთამბეჭდავია. შესაბამისად, პრეზიდენტთან შეხვედრები ოპოზიციას მხოლოდ ხელს აძლევს.

წინასაარჩევნო ვითარება კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც 2012 წელს იყო, როდესაც ორი ძირითადი პარტია უწევდა მეტოქეობას ერთმანეთს.

ახლა ერთმანეთის კონკურენტი ბევრად მეტი იქნება. პარტიები, რომლებიც ოდესღაც გვერდიგვერდ იბრძოდნენ, ახლა ძალებს დამოუკიდებლად მოსინჯავენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ გამოეყო ზოგიერთი პოპულარული პოლიტიკოსი და საკუთარი პარტია შექმნა, რომლებიც, სხვათაშორის, გარკვეულ პოპულარობას იძენენ.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში

პოლიტიკურ არენაზე ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. პარლამენტში ადგილების დასაკავებლად სხვა ცნობილი ოპოზიციური პარტიებიც იბრძოლებენ.

კონსტიტუციით, მთავრობას პრემიერის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობა აყალიბებს. სწორედ მისი თანხმობა სჭირდება პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

პრეზიდენტი და მთავრობა

მარგველიშვილის „ცივი ომი“ მთავრობასთან ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ დასრულდა. ღარიბაშვილის ადგილზე გაწონასწორებული გიორგი კვირიკაშვილი მოვიდა, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეცვალა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: კოალიციური მთავრობა ავნებს ქვეყანას

ოპოზიციის აგრესია ღარიბაშვილისადმი კვირიკაშვილის მიმართ ლოიალურობით შეიცვალა.

მარგველაშვილმა, კვირიკაშვილთან კონსულტაციების შედეგად, ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევრნო პერიოდის ჩატარებას მიაწია. პრეზიდენტის აზრით, ეს პარტიებისთვის, საკუთარი თავის გამოსავლენად, კარგი შესაძლებლობა იქნება.

მარგველაშვილი – არბიტრი

ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკურ პროცესებში  მხოლოდ არბიტრის სახით ხედავენ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი არჩევნებს შემდეგ პრემიერის პოსტზე დარჩენას აპირებს

„პრეზიდენტმა საკუთარი ფუნქციების უფრო მაღალ დონეზე განხორციელება შეძლო, რადგან ის, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური აღმოჩნდა, არამედ საფრთხის ქვეშ მოქცეული ამა თუ იმ ფასეულობების დამცველი… ის საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც იმ პროცესების არბიტრი, რომლებსაც თვალყურს ვადევნებთ და რომლის მონაწილენიც ვხდებით“, – მიიჩნევს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც მარგველაშვილში ასევე მხოლოდ არბიტრს ხედავს.

„მარგველაშვილი, პირველ რიგში, პრეზიდენტია და არა გარკვეული პოლიტიკური ძალის ლიდერი“, – აღნიშნა მან.

მისი აზრით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მარგველაშვილი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში არ გაწევრიანდება, რადგან მას საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა გაუჭირდება. ამიტომ, დიდი ალბათობით, ის მეორედ კენჭს აღარ იყრის, მიიჩნევს ჩიტაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0