ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციისთვის 16 მილიონი ლარი დაიხარჯება, პროექტი კი მიმდინარე წელს დასრულდება, აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ვაკის პარკში სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ დროისათვის უკვე აშენებულია ადმინისტრაციული შენობა და წყალსაცავი რეზერვუარი, მოწყობილია სანიაღვრე ცენტრალური ქსელი, რესტავრირებულია ძველი სანათები და დამონტაჟებულია საპარკე ფურნიტურა.
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა
ამ ეტაპზე პარკში ამფითეატრის, ძაღლების სასეირნო მოედნის, ფანჩატურების, ბეტონის ბილიკების, ელექტროგაყვანილობისა და სარწყავი ქსელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პარკში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსთან გიგა გიგაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„დედაქალაქს ვაკის პარკი მალე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით დაუბრუნდება. ძალიან სასიხარულოა, რომ პარალელურად ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციაც დაიწყება", – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
უწყების ცნობით, ადგილზე ასევე მოეწყობა საპიკნიკე ზონა, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, სამაგიდო თამაშების ზონები და განახლდება ველობილიკი.
2021 წლის თებერვლიდან ვაკის პარკი სრულმასშტაბიან რემონტზე მთლიანად დაიკეტა.
ვაკის პარკის რეაბილიტაცია სავარაუდოდ წლის ბოლოს დასრულდება>>
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.
ყველა ახალი ამბავი
0