თბილისში ათასობით ოჯახს 24 საათით წყალმომარაგება შეუწყდება

© courtesy of Georgian Water & Power (GWP)სამუშაოები წყალსადენზე
სამუშაოები წყალსადენზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ტექნიკური სამუშაოების პერიოდში საჭიროა მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა. სირთულიდან გამომდინარე, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, 24–საათიან რეჟიმში განხორციელდება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას 2 ივნისის 23:00 საათიდან 3 ივნისის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).

გარდა ამისა, წყალმომარაგება შეუწყდება წყნეთს, ბეთანიას, შინდისს, კიკეთსა და კოჯორს.

კომპანიის ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩა N179-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, ასევე წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

 Georgian Water and Power (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
საქართველოს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება

ამასთან, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად ჩატარდება ბაგების სატუმბო სადგურზე და წყნეთის გზატკეცილზე, სადაც ასევე მაგისტრალური მილი გადაერთდება წყალმომარაგების ალტერნატიულ ქსელზე და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, უნივერსიტეტის პირველ შესახვევს, გაზაფხულის, ლორთქიფანიძის, ჩოლოყაშვილის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ბაგების კორპუსებს.

ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას და ნუცუბიძის III მიკრორაიონს, დელისის, მინდელის, პიკასოს, თოფურიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მარიჯანის, ამაღლების, ძმები ზალდასტანიშვილების, გელოვანის, გამრეკელის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის და ასათიანის ქუჩების ნაწილს, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის იმედაძის, თბილისის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს.

დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს; ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს.

  • წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას GWP აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
ყველა ახალი ამბავი
0