„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 მაისს

© Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ახვლედიანის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის, მაჩაბელის, ასათიანის, ამაღლების, ჭონქაძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, დავითაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ჩიტაძის, დუმბაძის, გერგეთის, მესხის, სავანელის, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, შხეფის და წავკისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის, ბუდაპეშტის, ყაზბეგის, თავხელიძის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0