მთაწმინდის და ვაკის მოსახლეობის ნაწილი ერთი დღით უწყლოდ დარჩება

© photo: Sputnik / Stringerახალი კორპუსები თბილისში
ახალი კორპუსები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
კომპანიის განცხადებით, წყალი შეუწყდება წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს, ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთსა და კოჯორს

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. თბილისში, ვაკის და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი ტექნიკური სამუშაოების გამო თითქმის ერთი დღე-ღამით უწყლოდ დარჩება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power-ის განცხადებაში.

 Georgian Water and Power (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
საქართველოს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება

განცხადების თანახმად, 28 აპრილს 22:00 საათიდან 29 აპრილის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N82, 83, 84, ნაფეტვრების გზის ქუჩას, უნივერსიტეტის და ფხაკაძის ქუჩებს, ბაგების კორპუსებს, ბაგების დასახლებას.

კაკლების დასახლებას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში - ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს.

დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს.

გათიშვის მიზეზად დასახელებულია აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ბაგების სატუმბო სადგურზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0