GWP: თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

© courtesy of Georgian Water and Powerკომპანია GWP სამუშაოებს აწარმოებს
კომპანია GWP სამუშაოებს აწარმოებს   - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვა მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს უკავშირდება.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. თბილისის რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს წყალმომარაგება 22 აპრილიდან 23 აპრილამდე პერიოდში შეეზღუდებათ, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Georgian Water and Power (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
თბილისსა და მცხეთაში GWP-ს სერვის-ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

25 მარტიდან მარშალ გელოვანის გამზირზე, ახალი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია Black Sea Group წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ატარებს. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დროებით დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

„ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე – მოციქულთა სწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით 22 აპრილის 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ საბურთალოს, დიდუბისა და დიდი დიღმის რაიონების მცხოვრებლებს. შეზღუდვა ასევე შეეხებათ ქოშიგორას დასახლების, სოფელ ზურგავანასა და ზაჰესის მცხოვრებლებს.

კერძოდ წყალმომარაგება შეეზღუდება:

  • საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, მაჭავარიანის, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას, გოთუას, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.
  • დიდ დიღომში: ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის,  მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.
  • დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10-12 კორპუსებს.
  • ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.
  • სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს.
  • ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ყველა ახალი ამბავი
0