უნივერსიტეტი–ბაგების საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო
საბაგირო - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
საბაგიროს მეშვეობით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებამდე გადაადგილებას დაახლოებით 4 წუთი დასჭირდება.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
დედაქალაქის მერმა თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგიროზე ისაუბრა

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ერთი საათის განმავლობაში საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზი ყოველდღე 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს. გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი, საბაგირო ხაზით მგზავრობა კი სტუდენტებისთვის უფასო იქნება.

მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსმა" 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დაასრულა, თუმცა საბაგირო დღემდე არ ამოქმედებულა.

სამუშაოების ფარგლებში ძველი გონდოლები აღადგინეს, ახალი ბაგირები დააყენეს, გონდოლები და სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

„მაღლივი–ბაგების“ საბაგირო 20 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0