კალაძე: ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა თბილისში
მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში დამონტაჟებულია მონიტორინგის სისტემა, რომელიც პროცესებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ვითარების შესწავლის პროცესში ჩართული არიან გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მეწყერული ზონის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მეწყრული ზონა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
„კარგი ინფორმაცია გვაქვს“: რა ხდება მაჭავარიანის ქუჩაზე

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, მიწისძვრის ან უხვი ნალექის შემთხვევაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მებისმიერი ვიბრაციის გამოც) ფერდობზე ჩამოიშლება დაახლოებით 500 ტონა მიწა, რაც ამ ტერიტორიის ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

„თავზე ბომბი გვადგას“: ვაშლიჯვრის მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს>>

კალაძის თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვისა და გადაუდებელი აუცილებლობისთვის უკვე შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა, თუმცა ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის. ასევე ადგილზე უკვე დამონტაჟებულია მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც პროცესებზე დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა.

„ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, (ხდება) პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს აუცილებელია მოსახლეობის ევაკუაცია. ეს მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს ავრცელებდა“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. ასევე ფერდის ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს. ამასთან ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებასა და მოძრაობის აღდგენას.

მეწყრული ზონის გამაგრების სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახორციელებს მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გარდა ამისა, მაჭავარიანის გზის გასწვრივ და ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

ყველა ახალი ამბავი
0