ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ზონის გასამაგრებლად დამცავი კედელი შენდება

© photo: Sputnik / Stringerწყნეთი-ბეთანიას გზა
წყნეთი-ბეთანიას გზა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
როგორც მერის მოადგილემ განმარტა, მეორე ეტაპზე გაცილებით უფრო მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება, მანამდე კი ამ ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული უბნის გასამაგრებლად დამცავი კედელი შენდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ბაგები-წყნეთის მონაკვეთზე დღეს დილით მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესის დაგეგმვა. სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. გეგმა არის შემდეგი, რომ ჩამოშლილი მიწის მასის გატანა მოხდეს და ადგილზე სპეციალური კედელი მოეწყოს, ვინაიდან მომავალში, უშუალოდ ამ მონაკვეთზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მაქსიმალური გარანტია გვქონდეს", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მეწყერსაშიში ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდობის გარკვეულ უბნებზე მიწის მასები მოიჭრება

მისი თქმით, შემდგომში ამ ადგილზე მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება.

„დედაქალაქის მერიას მიმდებარე ფერდთან დაკავშირებით დეტალური პროექტები გამზადებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მეორე რიგის სამუშაოს, რომელიც მასშტაბიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო დიდი იქნება, თუმცა ამ სამუშაოების დაწყებამდე აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა ბენდელიანმა.

დღეს მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ბაგებსა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დილამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ეს თბილისში უკვე მეორე გააქტიურებული მეწყრული ზონაა. რამდენიმე დღის წინ მეწყრული ზონა გამოვლინდა ვაშლიჯვრის დასახლებასთან მდებარე ფერდობზეც. თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0