თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნა

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, ბაგა-ბაღი აღჭურვილია ატრაქციონებით, სხვადასხვა გასართობი საშუალებებით, ამასთან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყველა რეგულაცია ზედმიწევნით არის დაცული

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში 101-ე ბაგა-ბაღი გაიხსნა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, შენობა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და დაცულია სახანძრო უსაფრთხოება.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდია მოთხოვნა მუნიციპალურ ბაღებზე, რაც ძალიან კარგია. ეს განაპირობა იმან, რომ ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს მაღალ სტანდარტს, სერვისს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენ ვცდილობთ, ყველა პროექტი დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, თუმცა  დღევანდელი კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე ბაღში მხოლოდ 100-მდე ბავშვია დაშვებული.

კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ  მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან  შესაძლებელი იქნება ბაგა-ბაღში ყველა ადგილი შეივსოს.

ყველა ახალი ამბავი
0