მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი დღით ორმხრივად შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerგზის მშენებლობა
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა 1 მარტიდან 2 მარტამდე ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს. მაჭავარიანის ქუჩაზე 20 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და დღემდე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად ხორციელდებოდა.

ახალი გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

„შემდგომ დღეებში, 31 მარტამდე, როგორც სამუშაოების დროს იყო გათვალისწინებული, მოძრაობა ნუცუბიძის ფერდობიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ მერიაში.

პროექტის თანახმად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა" და „მათე მოტორსის" ყოფილ შენობას შორის გაივლის და მარშალ გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. ბეტონის ახალი გზა ოთხზოლიანი იქნება.

გზაზე ასევე მოეწყობა საყრდენი კედლები და წყალამრიდები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

ყველა ახალი ამბავი
0