საბურთალოზე 8 ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩება

© Pixabay / Pixabay / PhotoMIX-Companyგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაინის მოსახლეობისა  და კომერციული აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება საბურთალოს რაიონში ამორტიზებული ქსელის მოწესრიგების გამო შეუწყდება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ახალ გაზსადენზე გადართვის გამო საბურთალოს რაიონში 8 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს განცხადებაში.

საბურთალოს რაიონში ამორტიზებული ქსელის მოწესრიგებისა და ახალ აშენებულ, თანამედროვე გაზსადენზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზის ქურა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2021
დიღმის მასივში 4 000 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დროს 9 თებერვალს 22:00 საათზე გაზის მიწოდება შეუწყდება საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლების და კომერციული აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება პეკინის, სიმონ ჩიქოვანის,  ჭიათურის, პლატონ იოსელიანის, ვიქტორ დოლიძის, პანკისის, ბაკურიანის, ბაკურციხის, იყალთოს, ალექსიძის, ტყვარჩელის. ბერბუთის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტების ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება საბურთალოს რაიონის ამ ნაწილში მდებარე  მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებსაც  რომელთა შორისაა: „კუზანოვის კლინიკა“, რესტორნები – „მაკდონალდსი“, შპს „აჭარა გრუპი”,  „ვენ ჯორჯია”,  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, შპს „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი”, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ ქართული სკოლა, წყალთა სახეობის ცენტრი „ტონუსი”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II და X კორპუსები, „მაგთიკომი” და სხვა.

გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დილის 9:00 საათიდან დაიწყება და სრულად 21:00 საათამდე აღდგება.

„თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2021
თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება

„სამუშაოები უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის აუცილებელია. გთხოვთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, -აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„თბილისი ენერჯი" დედაქალაქს ბუნებრივი გაზით 8500 კილომეტრის საშუალო და დაბალი წნევის მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენების საშუალებით ამარაგებს.

კომპანია 1.500.000 მოსახლეს ემსახურება ხოლო  18 000  კომერციული აბონენტი ჰყავს.   ეს რიცხვი ფაქტიურად  ყოველდღიურად იზრდება.

გაზის წლიური მოხმარება დაახლოებით 750 მილიონი კუბია. აქედან 550 მილიონ კუბურ მეტრს სოციალური აბონენტები მოიხმარენ, 200 მილიონ კუბურ მეტრს კი - კომერციულები.

ყველა ახალი ამბავი
0