თბილისის მერია კვების ობიექტების საყურადღებოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliცარიელი კაფე თბილისის ცენტრში
ცარიელი კაფე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
ამ ეტაპზე მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, რესტორნებსა და კაფე-ბარებს მუშაობა მხოლოდ ღია სივრცეში შეუძლიათ.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზკვების ობიექტები და რესტორნები საქმიანობას ღია სივრცეში 15 თებერვლიდან განაახლებენ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
მორიგი ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“: ვის ეხმარება ამჯერად სახელმწიფო

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიას ღია კაფეს მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

„ნებისმიერ კვების ობიექტს, იქნება ეს კაფე-ბარი თუ რესტორანი, საკუთრების წინ არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე, 15 თებერვლიდან ისევ შეეძლება სტუმრების მიღება. ნებადართულია ღია სივრცეში მხოლოდ სკამებისა და მაგიდების განთავსება, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შეღავათი არ ითვალისწინებს კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიისა და შემოღებული შეზღუდვების გამო სერიოზულად ბევრი სფერო დაზარალდა, თუმცა სარესტორნო და სასტუმრო სექტორები ფაქტობრივად განადგურების პირას აღმოჩნდნენ. 

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს-სფეროების დახმარებას.

მანამდე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რესტორნებს სესხების პროცენტის სუბსიდირებით ექვსი თვის მანძილზე დაეხმარება. სარესტორნო ბიზნესს აღებული სესხების პროცენტს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ახალი პირობებით დაუფინანსებს. კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები სესხების სუბსიდირების თაობაზე განაცხადის გაკეთებას 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით შეძლებენ.

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ 1 თებერვლიდან რესტორნების საქმიანობის განახლების გადაწყვეტილება მხოლოდ აჭარის რეგიონთან დაკავშირებით მიიღო. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბიზნესის ამ სექტორის სხვა რეგიონების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. ბოლო კვირის განმავლობაში მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

ცარიელი რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
„ყინული დაიძრა“ – რესტორატორები მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

3 თებერვალს დაახლოებით 200-მა რესტორანმა, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ–შეზღუდვების პროტესტის ნიშნად, 6 თებერვლიდან ობიექტების თვითნებურად გახსნისა და მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა დღეს რესტორატორთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ შესაძლოა გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას თვითნებურ გახსნასთან დაკავშირებით.

საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%–მდე შემცირდა, შესაბამისად მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო. კერძოდ, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი კაფე–რესტორნები.

ყველა ახალი ამბავი
0