სამგორის რაიონში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები ეწყობა

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირის ეტლი
შშმ პირის ეტლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამგორის რაიონში ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს და ამისათვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 660 ლარია გამოყოფილი.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. სამგორის რაიონის გამგეობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ელექტროპანდუსებს აწყობს, იუწყება დედაქალაქის მერია.

ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილია: დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება

კერძოდ, ელექტროპანდუსები უკვე მოეწყო ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის N24 და N26 კორპუსებში, ასევე ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის N319კ კორპუსში.

პროექტი ითვალისწინებს ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მიერ დამოუკიდებლად სარგებლობისთვის სპეციალური დახრილკუთხოვანი მოძრავი პლატფორმის მოწყობას. მის განსახორციელებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 660 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ნეოტეკი“ ასრულებს.

ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

ყველა ახალი ამბავი
0