თბილისში კერძო ავტომობილები ე.წ. ბასლაინზე გადაადგილებას შეძლებენ

© Sputnik / Viktor Kaminsky„ბასლეინი“
„ბასლეინი“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერიაში გადაწყვეტილების მიზეზად თბილისში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მატებას ასახელებენ, რაც ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კერძო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას დედაქალაქში არსებულ ე.წ. „ბასლაინებზეც“ შეძლებენ, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე.

სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
„გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმროთ“ – „სითი მოლი“ მოსახლეობას მიმართავს

ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიამ გადაწყვეტილება ქალაქში კერძო ავტომობილების სიმრავლის გამო მიიღო, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის დროებით შეჩერებამ გამოიწვია.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა. მისივე განმართებით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

„ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნებით გადაადგილება ესაჭიროება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავუშვათ კერძო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ქალაქის ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში მოძრავ კერძო ავტომობილებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება.
რიგი სავაჭრო ცენტრთან - Sputnik საქართველო
თბილისი პარალიზებულია – გაიხსნა დიდი სავაჭრო ცენტრები

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან ახალი შეზღუდვები შევიდა ძალაში.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.

ყველა ახალი ამბავი
0