მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ შეუერთდა

© photo: Sputnik / Levan Avlabreli ველომსვლელობა
ველომსვლელობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. თბილისში დღეს „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში ველომსვლელობა იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

სიგარეტი  - Sputnik საქართველო
მიზეზები, რის გამოც უარი უნდა თქვათ მოწევაზე

„მობილობის ევროპული კვირეული“, ტრადიციულად, ყოველი წლის 16 სექტემბერს იწყება და სრულდება 22 სექტემბერს, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. კამპანია სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და ფეხით სეირნობის პოპულარიზაციისკენაა მიმართული.

2020 წლის თემა არის „გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე“ და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

კვირეულთან დაკავშირებით ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა იმართება, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მონაწილეობს.

„თბილისი კვლავ შეუერთდა ევროპის მობილობის კვირეულს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ინიციატივა, რომელსაც მერია მხარს უჭერს. ყველა ჩვენი პარტნიორი როგორც საერთაშორისო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენთან ერთად არიან და ვფიქრობ, ასეთი ღონისძიება ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებაში“, - განაცხადა  ბითაძემ.

ევროპის ბევრი ქალაქი 2002 წლიდან, სექტემბერში აღნიშნავს მობილობის ევროპულ კვირეულს. კამპანია წარმოადგენს  შესაძლებლობას ქალაქებისთვის, მოსახლეობას წარუდგინონ მდგრადი მობილობის ალტერნატივები და ახსნან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში წარადგენენ ახალ სატრანსპორტო ღონისძიებებს და ავრცელებენ ინფორმაციის მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე.

„მობილობის ევროპული კვირეულის“ ორგანიზატორია ასოციაცია The European Mobility Week Campaign.

ყველა ახალი ამბავი
0