მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უერთდება

გამოწერა
კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისში „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში ველომსვლელობა გაიმართება, რომლის მიზანიც საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვთან დაკავშირებით პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.  

ვაჟა–ფშველას გამზირი - Sputnik საქართველო
ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

„მობილობის ევროპული კვირეული“, ტრადიციულად, ყოველი წლის 16 სექტემბერს იწყება და სრულდება 22 სექტემბერს, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. კამპანია სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და ფეხით სეირნობის პოპულარიზაციისკენაა მიმართული.

„ვისაც ველომარათონში მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია მოვიდეს. ზუსტ თარიღსა და ადგილს მოგვიანებით გავახმოვანებთ“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ქალაქის მერის თქმით, 2020 წლის თემა არის „გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე“ და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

„მობილობის ევროპული კვირეულის“ ორგანიზატორია ასოციაცია The European Mobility Week Campaign.

ყველა ახალი ამბავი
0