თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 11 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, ბაღის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, მურმან ლებანიძის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრიხევის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, თენგიზ ჩანტლაძის, ზემო მეტალურგიულის, რქაწითელის, ქინძმარაულის, ჩხავერის და თაკვერის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბო თბილელის, აბესაძის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, ჯიბლაძის, ბეთლემის და ჩიხლაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის და გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას.
13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გაგარინის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.
13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.