თბილისის მეტრო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

გამოწერა
დედაქალაქის მეტროპოლიტენში სარემონტო სამუშაოები ერთ წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა. სამუშაოების დროულად დასრულებას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენი 21 სექტემბრიდან მუშაობის უწინდელ გრაფიკს დაუბრუნდება. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრეს-სამსახურში აცნობეს.

თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
კალაძე დიზაინერებს მეტროს სადგურების განახლებაში ჩართვას სთავაზობს

ორ კვირაში თბილისის მეტრო კვლავ იმუშავებს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე, როგორც ეს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, 2019 წლის ივნისამდე იყო.

გასული წლიდან მეტროში მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის, სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის გამო მეტრო შემცირებული გრაფიკით – ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ, მეორე - 17 კმ).

ყველა ახალი ამბავი
0