თბილისის ტელეანძა ტურისტული ობიექტი გახდება

© photo: Sputnikთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე იგეგმება გადმოსახედი ტერასის განთავსება, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის ტელეანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ტენდერს აცხადებს.

როგორც კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტის რეალიზების შედეგად ტელეანძა ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო ობიექტი გახდება.

დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე იგეგმება გადმოსახედი ტერასის განთავსება, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე იქნება რესტორანიც.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallთბილისის ტელეანძა ტურისტულ ცენტრად გარდაიქმნება
თბილისის ტელეანძა ტურისტული ობიექტი გახდება - Sputnik საქართველო
თბილისის ტელეანძა ტურისტულ ცენტრად გარდაიქმნება

„ეს ადგილი მიმზიდველი გახდება არამარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. ჩვენ გვინდა ამ პროექტზე ტენდერის გამოცხადება, რათა დავაინტერესოთ ბიზნეს-სექტორი. ჩვენი გათვლებით, პროექტის რეალიზაციისთვის 10-15 მილიონი ლარი იქნება საჭირო", - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ მის მოადგილე ირაკლი ხმალაძეს ბიზნეს-სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რათა მოხდეს მათი მხრიდან ანძის მოდერნიზაციის პროექტით დაინტერესება.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallტელეანძა ტურისტულ ობიექტად გარდაიქმნება
თბილისის ტელეანძა ტურისტული ობიექტი გახდება - Sputnik საქართველო
ტელეანძა ტურისტულ ობიექტად გარდაიქმნება

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში თბილისის ანძა ჩენს ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის ტელეანძა 1972 წელს აშენდა. მისი სიმაღლე 274,5 მეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0